loader

"დავპირდით რომ არ დავამტვრევთ" - ქართველი მინისტრები რაგბის სათამაშოდ ემზადებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავპირდით რომ არ დავამტვრევთ" - ქართველი მინისტრები რაგბის სათამაშოდ ემზადებიან

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდასაჭერად, მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ემზადებიან.
უკვე ცნობილია, რომ მხარდასაჭერ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

დავით სერგეენკოს კონკრეტული მინისტრების ვინაობა არ გაუმხელია. მისივე ინფორმაციით, მატჩი 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, დიდ დიღომში, რაგბის ბაზა "ლელოზე" გაიმართება.