loader

"ამერიკელებს ჩემზე ლაპარაკის გარდა საქმე არ აქვთ" - ვლადიმერ პუტინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამერიკელებს ჩემზე ლაპარაკის გარდა საქმე არ აქვთ" - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მეტსახელი "მეფე" მას არ შეეფერება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეარხ CBS-სთან ინტერვიუში თქვა. "მერე რა. მე სსვადასვაგვარად მეძახიან", - უპასუხა პუტინმა გადაცემა 60 Minutes-ის წამყვანს რეპლიკაზე, რომ ზოგიერთი მას მეფეს ეძახის.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზედმეტსახელი მას არ შეეფერება. "მნიშვნელობა არ აქვს რას გეძახიან. მნიშვნელოვანია ის, შენ თავად რას ფიქრობ, იმის შესახებ, რა არის შენი ვალდებულება გააკეთო ქვეყნის ინტერესებისთვის", - დასძინა პუტინმა.

პუტინმა ასევე კომენტარი გააკეთა წამყვანის ფრაზაზე, რომ მის შესახებ აშშ-ი ბევრს საუბრობენ: "ალბათ, მეტი საქმე არ აქვთ".