loader

ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი, ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. აეროპორტში სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოში აშშ-ის ელჩი და სხვა მაღალი რანგის პირები იმყოფებოდნენ.

ვასილ ყულჯანიშვილს აეროპორტიდან რუსთავში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ, სადაც მას 29 სექტემბერს დაკრძალავენ.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი სამოქმედო არეალში პატრულირებისას, მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 22 სექტემბერს დაიღუპა. ცხედარი საქართველოში სპეციალური რეისით ჩამოასვენეს.