loader

შაკირამ სამიტის გახსნაზე სიმღერა 3 წლის სირიელ ბიჭს მიუძღვნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შაკირამ სამიტის გახსნაზე სიმღერა 3 წლის სირიელ ბიჭს მიუძღვნა

გაეროს გლობალური განვითარების სამიტზე, რომელიც ნიუ-იორკში გუშინ გაიხსნა, 193-მა სახელმწიფომ მსოფლიოს მდგრადი განვითარების გლობალური გეგმა მიიღო. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, გეგმა 17 ფუნდამენტურ მიზანს შეიცავს და მისი რეალიზება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი.

მიღებული გეგმა სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას, ასევე ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების სფეროში სიტუაციის გამოსწორებას ითვალისწინებს.

სამიტი მომღერალმა შაკირამ გახსნა, რომელმაც ჯონ ლენონინის "Imagine" შეასრულა. მსოფლიო ჰიტი შაკირამ 3 წლის სირიელ ბიჭს, ალან კურდის მიუძღვნა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ტრაგიკულად დაიღუპა.