თვითმხილველების ინფორმაციით, აბაშიძის ქუჩაზე არასრულწლოვანმა გაისროლა
ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი მამაკაცი დაჭრეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გასროლა მანქანაში მსხდომი სამი პირის მიმართულებით განხორციელდა. ერთ-ერთი მათგანი ფეხში დაიჭრა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთი მათგანი საავადმყოფოში ახლობლებმა წაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
თვითმხილველების ინფორმაციით, პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი იყო.
იხილეთ: ვაკეში მანქანაში მსხდომი ორი მამაკაცი იარაღით დაჭრეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან
თვითმხილველების ინფორმაციით, პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი იყო.
იხილეთ: ვაკეში მანქანაში მსხდომი ორი მამაკაცი იარაღით დაჭრეს - კადრები შემთხვევის ადგილიდან