loader

ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოდან ახალი კონტინგენტი გაიგზავნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოდან ახალი კონტინგენტი გაიგზავნა

ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" საერთაშორისო მისიაში ჩართვისთვის ქართული კონტინგენტის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა, 23-ე ბატალიონის ალფა-ასეული და ეროვნული გვარდიის ოცეული ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სარდლობის დაქვემდებარებაში ნატო-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს.

ცერემონიას ესწრებოდნენ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი.