loader

საარქივო კადრები: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი რუსი ჟურნალისტის პროვოკაციულ კითხვებს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საარქივო კადრები: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი რუსი ჟურნალისტის პროვოკაციულ კითხვებს პასუხობს

ეს კადრები 1992 წლის შემოდგომაზე, სოხუმში გამართულ შეხვედრაზეა გადაღებული, სადაც რუსი ჟურნალისტი ქალი ესაუბრება ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დავით ჭკადუას. ეს უკანასკნელი აფხაზეთის ომსა და ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მებრძოლებზე ხმამაღალი ტონით ესაუბრება ჟურნალისტს, რომელიც პროვოკაციულ კითხვებს უსვამს სასულიერო პირს.

"რა უნდათ აქ ჩეჩნებს, ადიღეელებს, ყაბარდოელებს, ოსებს, ვინ მოიწვია ისინი აქ? ეს შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ, არა აფხაზეთის, არამედ სრულიად საქართველოს წინააღმდეგ! არძინბას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მსოფლიო მასშტაბით და მასთან ერთად ყველა იმ აფხაზს, რომლებმაც ეს პროვოკაცია განახორციელეს. ქართველი არასდროს არავის დასხმია თავს..."

ქალი ცდილობს, ადგილობრივ აფხაზთა პრეტენზიის წერილი გადასცეს მიტროპოლიტს, ხოლო შემდეგ ახმოვანებს ცრუ ინფორმაციას, რომ სოხუმის პლაჟზე დამსვენებლები სამხედრო ვერტმფრენიდან გახსნილი ცეცხლით დაცხრილა ქართველმა მფრინავმა ჯიმი მაისურაძემ და ამის დადასტურებას ითხოვს სასულიერო პირისგან. "ახლა მესმის, რა მისიითაც ჩამოხვედით. მისიით, როგორ დაადანაშაულოთ საქართველო!" - პასუხობს მიტროპოლიტი პროვოკატორს.