loader

"ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ" - ნიკა გვარამია ხელისუფლებას მთელ ტელეკომპანიასთან ერთად მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ" - ნიკა გვარამია ხელისუფლებას მთელ ტელეკომპანიასთან ერთად მიმართავს

"ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ" - ამ სიტყვებით მიმართავს ნიკა გვარამია ხელისუფლებას, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ თანამშრომლებთან ერთად ტელეკომპანიის ეზოში გამართა ბრიფინგი.

ამასთან, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მიმართა საზოგადოებას, იბრძოლონ "რუსთავი 2"-ის დასაბრუნებლად: "დადექით ჩვენ გვერდით, დავანახვოთ ამ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და მომავლის რწმენა. რწმენა იმისა, რომ ჩვენ არჩევანს ვაკეთებთ თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი მომავლის სასარგებლოდ". გვარამიამ საზოგადოებას წარუდგინა ანგარიშის ნომერიც, რომელზეც მსურველებს თანხის გადარიცხვისა და ტელეკომპანიის ფინანსური დახმარების საშუალება ექნებათ.

იხილეთ ასევე: იქნება ყველანაირი ზეწოლა კანონის ფარგლებში - ნიკა გვარამია