loader

ეკა ბესელიას ინგლისური სოციალურ ქსელებში ისევ აიტაცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეკა ბესელიას ინგლისური სოციალურ ქსელებში ისევ აიტაცეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა კობა სუბელიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისა და ”ქართული ოცნების” წევრის, ეკა ბესელიას ინგლისურენოვანი გამოსვლა ევროსაბჭოში. 

"პირველი ჯანდაბას, მაგრამ აი შარშანდელის მერე კიდევ თუ მივიდოდა არ მეგონა...
ქალბატონი ფიფოლას გუშინდელი სიტყვა.
აოცებენ და აოცებენ ევროპას, ამდენიც აღარ შეიძლება", - წერს კობა სუბელიანი.

ვიდეოს კომენტარებში სუბელიანის მეგობრები და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები წერენ, რომ ბესელიას ”აშკარად უმეცადინია” და მისი წლევანდელი გამოსვლა შარშანდელზე უკეთესია.

View the English version on Georgian Journal: Georgian MP’s English speech at the European Council causes stir on social media

იხილეთ ასევე: ეკა ბესელიას ინგლისურმა ინტერნეტსივრცე "შოკში ჩააგდო"

გუგული მაღრაძის ინგლისური ეკა ბესელიას დაგავიწყებთ