loader

ბებო რუსთაველის გამზირიდან - სიღნაღელი მოხუცი ნაქსოვი წინდების გაყიდვით ობოლ შვილიშვილებს არჩენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბებო რუსთაველის გამზირიდან - სიღნაღელი მოხუცი ნაქსოვი წინდების გაყიდვით ობოლ შვილიშვილებს არჩენს

76 წლის სიღნაღელი ესმა კრაწაშვილი ქუჩაში გაჭირვებამ გამოიყვანა. შვილი 33 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაეღუპა. სახლში, ნუკრიანში, ესმა ბებოს რძალი, ორი შვილიშვილი და შვილთაშვილები ელოდებიან.

ბოლო წლებია 76 წლის მოხუცი რუსთაველის გამზირზე საკუთარი ხელით ნაქსოვ წინდებს, ჩურჩხელებსა და მზესუმზირას ყიდის. საკუთარი შრომით მოხუცი ობლად დარჩენილი შვილიშვილების დახმარებას ცდილობს, რომლებიც მისი თქმით, სოფელში სამსახურს ვერ შოულობენ. 76 წლის ესმა კრაწაშვილი თბილისში ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. ამბობს, რომ სიღნაღში ხშირად ჩადის და ოჯახს მიწის დამუშავებაშიც ეხმარება.

ავტორი: თიკო გურაშვილი