loader

აჭარელი ჟურნალისტის ფარული ჩანაწერი: როგორ ითხოვს პოლიციის უფროსი მისგან ჩვენების შეცვლას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარელი ჟურნალისტის ფარული ჩანაწერი: როგორ ითხოვს პოლიციის უფროსი მისგან ჩვენების შეცვლას

აჭარის ტელევიზიის ქობულეთის ბიუროს კორესპონდენტი ნინო ინაიშვილი ქობულეთის პოლიციის უფროსს, ზაქარია გურჩიანს ჩვენების შეცვლის მითითებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 30 სექტემბრის შემთხვევას, როცა აჭარის ტელევიზიის კუთვნილი ავტომობილი გაიტაცეს. ნინო ინაიშვილი დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ქობულეთის პოლიციის უფროსმა ზაქარია გურჩიანმა, სავარაუდო დამნაშავის ნათესავმა და ადვოკატმა ჩვენების შეცვლის მითითება მისცეს. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, როგორც კი მიხვდა, რომ სავარაუდო ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლისკენ მიუთითებდნენ, ტელეფონში აუდიოჩამწერი ჩართო.

"ჯგუფი გადაღებაზე გავედით, მასალა მოვამზადეთ და ტელევიზიას ვუგზავნიდით. ჩვენი მანქანა გაჩერებული იყო აღმაშენებლის ქუჩაზე. დავინახე, რომ შავმაისურიანი მამაკაცი ჩაჯდა მანქანაში და სწრაფად წაიყვანა. დავურეკეთ პოლიციას, რომელიც ადგილზე 10 წუთში მოვიდა. მათ ვუთხარით, თუ რა მიმართულებით წაიყვანეს ავტომობილი. პოლიციამ მალევე აღმოაჩინა, რომ ჩვენი ავტომობილი ავარიაში მოყვა, მანქანა გაჩერებული იყო, ხოლო მძღოლი გაქცეული. პოლიციამ ადგილზე დაგვკითხა, ავუხსენი, რომ 27-დან 35 წლამდე მამაკაცი დავინახე, რომელსაც შავი მაისური ეცვა. ადგილზე მოვიდა ქობულეთის პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელმაც მაჩვენა სავარაუდო დამნაშავის ფოტო. ვუთხარი, რომ ფოტოზე აღბეჭდილ მამაკაცს ვიცნობდი, ჩემი მეგობრის მეუღლე იყო, თუმცა მან წაიყვანა მანქანა თუ არა, არ ვიცოდი, რადგან მამაკაცის სახე მანქანის გატაცების დროს ვერ დავინახე. პოლიციაში ჩემი დაკითხვა 2 საათს გაგრძელდა. ეზოში რომ გამოვედი, დავინახე ადვოკატი პაატა შავაძე, რომელიც სავარაუდო დამნაშავის უფლებებს იცავდა. ამავე დროს, პოლიციის შენობაში შევიდა ჯემალ მეგრელიძე, რომელიც სავარაუდო დამნაშავის ნათესავი აღმოჩნდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მეგრელიძე ქობულეთის პოლიციის უფროსთან, ზაქარია გურჩიანთან ერთად შენობიდან გამოვიდა. მათთან ამბის მოსაკითხად მივედი. ჯერ დაიწყეს საუბარი იმის შესახებ, თუ რა გამოსავალი შეიძლებოდა გამოძებნილიყო შექმნილი მდგომარეობიდან და როგორ შეიძლებოდა დავხმარებოდი მათ. როცა მივხვდი, რომ ისინი რაღაც მითითებებს მაძლევდნენ, ჩვენების შეცვლისკენ მიჰყავდათ საუბარი, გადავწყვიტე, ტელეფონზე ხმის ჩამწერი ჩამერთო. ჯემალ მეგრელიძემ თქვა, რომ ის ბიჭი, ვინც მანქანა გაიტაცა, იყო მისი დიშვილის ქმარი და მე უნდა დავხმარებოდი მათ", - ჰყვება ჟურნალისტი.

იხილეთ ვიდეო სრულად ajaratv.ge-ზე