loader

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს აქციის მონაწილემ რუპორი ესროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს აქციის მონაწილემ რუპორი ესროლა

ქუთაისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, აქციის მონაწილეები დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს დაუპირისპირდნენ. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატს. ერთ-ერთმა მონაწილემ შენობაში შესულ ლორთქიფანიძეს რუპორი ესროლა, რადგან ამ უკანასკნელმა უხამს შეძახილებზე ასევე უპასუხა აქციის მონაწილეებს.

პლენარული სხდომის დარბაზში შესულ ლორთქიფანიძეს კი ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდა უმცირესობის დეპუტატ აკაკი მინაშვილთან. დაპირისპირების მიზეზი გახდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია, რომელსაც "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად "თავისუფალი ზონის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მართავენ.

ავტორი: ირაკლი აკობია

ასევე იხილეთ: დათო ლორთქიფანიძე და აკაკი მინაშვილი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

"შენ ჭიდავი თუ გინდოდა, ვერ დარჩი ჭიდაობაში?!" - აქციის მონაწილეები ლუკა კურტანიძეს დაუპირისპირდნენ