loader

ინფორმაცია ყველა პედაგოგისთვის: კარიერული წინსვლის ახალი სქემა და სახელფასო ზრდა სტატუსის მიხედვით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფორმაცია ყველა პედაგოგისთვის: კარიერული წინსვლის ახალი სქემა და სახელფასო ზრდა სტატუსის მიხედვით

2015-16 სასწავლო წელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებელზე ორიენტირებულ წლად გამოაცხადა. სექტემბრიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით, 60 000-ზე მეტი პედაგოგი სქემით განსაზღვრულ საფეხურებზე გადანაწილდა. პრაქტიკოს, უფროს და წამყვან მასწავლებლებზე სახელფასო ზრდა სტატუსის მიხედვით აისახა.

სქემაში ჩართული პედაგოგები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის საინფორმაციო სისტემა - ე.წ. eSchool-ში ნაწილდებიან. ელექტრონულ ბაზაში თითოეულ პედაგოგს თავისი პროფილი ექნება, სადაც სქემით განსაზღვრული დოკუმენტები აიტვირთება. eSchool-ის ბაზაზე წვდომა ყველა ინსტიტუციას ინდივიდუალური პირობებით ექნება.

სქემით განსაზღვრული აქტივობების განხორციელებას მასწავლებლები ოქტომბრიდან, სტატუსის მინიჭების შემდეგ დაიწყებენ. მანამდე კი მათ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ. განათლების სამინისტრო სქემის დანერგვას რევოლუციურად აფასებს. მათი მოლოდინით, სქემა პედაგოგების კონტინგენტის განვითარების, სწავლის ხარისხის ამაღლებისა და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის განვითარების წინაპირობაა.