loader

"იგივე ხდება, რაც ხდებოდა "ნაცების" დროს" - ირაკლი კაკაბაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იგივე ხდება, რაც ხდებოდა "ნაცების" დროს" - ირაკლი კაკაბაძე

"იგივე ხდება, რასაც აკეთებდნენ "ნაციონალები", - ამის შესახებ "ჰოლიდეი ინნ"-თან მისულმა ირაკლი კაკაბაძემ და მსახიობმა გიორგი გურგულიამ განაცხადეს. როგორც ირაკლი კაკაბაძემ აღნიშნა, დააკავეს დელეგატი, რაც პოლიციური სახელმწიფოს მეთოდების გაგრძელებაა. მისი თქმით, რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, რეზი არველაძე მისი მეგობარია, თუმცა ამ შემთხვევაში არჩევნებში ვინმეს მხარდასაჭერად არ მისულა.

რაც შეეხება გიორგი გურგულიას, იგი ირაკლი კაკაბაძის პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ მოტივი, რის გამოც გეგა გობეჯიშვილი დააკავეს, ლოგიკას არ შეესაბამება. მისივე თქმით, ის რეზი არველაძეს ბავშვობიდან იცნობს და შესაბამისად, მას გულშემატკივრობს.