loader

"ლოპოტას თასი 2015" დასრულდა - ვინ გახდა სამოყვარულო ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლოპოტას თასი 2015" დასრულდა - ვინ გახდა სამოყვარულო ჩოგბურთის ტურნირის გამარჯვებული

"ლოპოტა სპა რეზორტის" ორგანიზებით, ჩოგბურთის ყოველწლიური სამოყვარულო ტურნირი "ლოპოტას თასი 2015" გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა სხვადასხვა კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს, რომელთა საჩოგბურთო გამოცდილება მხოლოდ სამოყვარულო დონეს შეესაბამება.

"ლოპოტას თასი 2015" ერთეულთა კატეგორიაში იმართება, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის. შესაბამისად, ტურნირს ორი გამარჯვებული ჰყავს, რომელთაც ტურნირის ბოლოს ფულადი პრიზები გადაეცათ. "ლოპოტას თასი" უკვე მეორე წელია ტარდება და ტურნირის მიზანია საქართველოში არსებული კომპანიებისა და ორგანიზაციების აღნიშნულ აქტივობაში ჩართვა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.