loader

ქართველი დიზაინერი ცნობილ მოდის სახლში - დემნა გვასალია "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი დიზაინერი ცნობილ მოდის სახლში - დემნა გვასალია "ბალენსიაგას" კრეატიული დირექტორი გახდა

"ვუნდერკინდი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია "ბალენსიაგას" კრეატიულ დირექტორად დაინიშნა" - წერს გამოცემა businessoffashion.com. ბრენდისთვის თავისი პირველი შოუ გვასალიამ 2016 წლის მარტში უნდა წარმოადგინოს. აგრეთვე, ის განაგრძობს ბრენდ Vetements-ის კოლექციის შექმნასაც.

ბრენდ Vetements-ის სათავეში დემნასთან ერთად მისი ძმა გურამ გვასალია დგას და მათი სახასიათო ნიშანი დიდი ზომის სამოსი, ყვავილების პრინტებით გაწყობილი კაბები და გადაკეთებული ჯინსებია. გვასალია რვა წლის მანძილზე მუშაობდა Margiela-ს კულისებში, მოკლე პერიოდი ლუი ვუტონშიც. Agnès Barret-ი, რომელიც Margiela-სთვის ტალანტების მოძიებაზე მუშაობდა, გვასალიას მეისონ მარტინ მარჯიელას "სულიერ შვილს" უწოდებდა.