loader

გია ჯაჯანიძის მიმართვა კახი კალაძეს: "პირველად უნდა დავარღვიო პირობა..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გია ჯაჯანიძის მიმართვა კახი კალაძეს: "პირველად უნდა დავარღვიო პირობა..."

გია ჯაჯანიძის შოუმ, "სხვა რაკურსმა" სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს და მოზარდებს უმასპინძლა, რომლებიც წმინდა ანდრიას ფონდის დახმარებით მკურნალობენ. სტუდიაში შემოიტანეს ხელნაკეთი ბეჭდები, რომლებიც სპეციალურად ამ ბავშვებისთვის დამზადდა.

როგორც გადაცემიდან გაირკვა, აღნიშნულ ბეჭედში ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 2 ათასი ლარი გადაიხადა, რომელიც ისევ ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხება და პატარებს მოხმარდება.

ამასთან, გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, რომ კალაძემ საკუთარი ქველმოქმედების შესახებ ინფორმაციის გასაიდუმლოება სთხოვა. თუმცა, გია ჯაჯანიძემ მინისტრს მადლობა საჯაროდ გადაუხადა და სხვა მინისტრებს მსგავს ქველმოქმედებაში ჩართვისკენ მოუწოდა.