loader

"მაძღარი ბავშვი კარუსელზე რომ დასვა, რწყევით მოკვდება" - გადაცემის წამყვანი "ნაციონალებს" აკრიტიკებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაძღარი ბავშვი კარუსელზე რომ დასვა, რწყევით მოკვდება" - გადაცემის წამყვანი "ნაციონალებს" აკრიტიკებს

ტელეკომპანია "თრიალეთის" გადაცემა "სტუდია თრიალეთში", რომელსაც 8 ოქტომბერს ნატო ხუციშვილი უძღვებოდა, უცნაური მომენტი გავიდა. წამყვანმა, რომელსაც სტუმრად მანუჩარ მაჩაიძე ჰყავდა, "ნაციონალების" მიერ გორში გაკეთებული საქმეები გაიხსენა და ყოფილი ხელისუფლება უცნაური მანერით გააკრიტიკა.

"ნაციონალებმა" გააკეთეს გზები, კარუსელები და შადრევნები. გზები იმიტომ გააკეთეს, რომ თავიანთი ჯიპებით ირბინონ. მშიერი კაცი სწორ გზაზე ივლის თუ აყრილზე, სულ ერთია მისთვის. მაძღარი ბავშვი კარუსელზე რომ დასვა, რწყევით მოკვდება. მშიერი ბავშვისთვის გაუკეთებიათ კარუსელი, ატრიალე რამდენიც გინდა, პატრონი იმას არ ჰყავს, მოკვდება და ჩამოიყვანენ" - განაცხადა ქალბატონმა.

იხილეთ ასევე: "ნაციონალებმა" რა გააკეთეს? კარუსელებიი, გზებიი" - ქისტაურის მორიგი პაროდია