loader

მორიგი მსოფლიო ბესტსელერი "ლიბერთინსის" ფარგლებში - თინეიჯერები საყვარელი გმირის ისტორიას ქართულად წაიკითხავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მორიგი მსოფლიო ბესტსელერი "ლიბერთინსის" ფარგლებში - თინეიჯერები საყვარელი გმირის ისტორიას ქართულად წაიკითხავენ

"სიკვდილით განკურნება" მორიგი მსოფლიო ბესტსელერია, რომლის წაკითხვასაც ქართველი მოზარდები ქართულ ენაზე შეძლებენ. "ბიბლუსი გალერეაში" შეკრებილმა მკითხველებმა წამახალისებელ გათამაშებაში მიიღეს მონაწილეობა და პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში გამოცემული წიგნები და გულსაკიდები საჩუქრად მიიღეს.

ჯეიმზ დაშნერის "სიკვდილით განკურნება" წარმატებულ პროექტ "ლიბერთინსის" კიდევ ერთი წიგნია, რომელსაც გამოსაცემად ახალგაზრდები თავად ირჩევენ. ქართველმა თინეიჯერებმა ქართულ ენაზე უკვე წაიკითხეს ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი" და "ცეცხლით გამოცდა".

"სიკვდილით განკურნების" პრეზენტაციაზე "პალიტრა L"-ის კიდევ ერთი ახალი პროექტი დაანონსდა. "ლიბერკიდსი" სულ მალე 8-12 წლის ასაკის ბავშვებს, მასწავლებლებისა და თანატოლების რეკომენდაციით, მხატვრულ ლიტერატურას შესთავაზებს.