loader

გემრიელი ფესტივალი რიყის პარკში - 60-მდე სახეობის ყველი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გემრიელი ფესტივალი რიყის პარკში - 60-მდე სახეობის ყველი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით, რიყის პარკში ყველის ფესტივალი იმართება. ფესტივალის "კავკასიური ყველი 2015"-ის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, ეკონომიკის სამინისტრო, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი". ფესტივალი დღეს და ხვალ გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილია 60-მდე სახეობის ყველი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ასევე სომხეთიდან.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ყველის ოსტატების მიერ დამზადებული ქართული ყველის სახეობები და საქართველოში წარმოებული ევროპული ბრენდირებული ყველის ანალოგები.