loader

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ფაქტი აღკვეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ფაქტი აღკვეთა

სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღის გასაღების ფაქტი აღკვეთეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ნეიმათ კ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების და მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ბრალდებით, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, "კალაშნიკოვის" სისტემის, "ა-კა 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 32 საბრძოლო ვაზნით, "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი ერთი მჭიდით, 8 საბრძოლო ვაზნით და 6 ათასი ლარი ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნეიმათ კ. აღნიშნული იარაღის და საბრძოლო ვაზნების რეალიზაციას აპირებდა და მყიდველისგან 6 ათას ლარი ჰქონდა აღებული. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.