loader

გოგონას ფეხი მხოლოდ იმიტომ მოკვეთეს, რომ ის ალბინოსი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგონას ფეხი მხოლოდ იმიტომ მოკვეთეს, რომ ის ალბინოსი იყო

ბიბიანა მაშამბას უყვარს ცეკვა, სირბილი და ხტუნვა - ყველაფერი ის, რაც დამახასიათებელია თინეიჯერებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ იგი ამ ყველაფერს ვერ ახერხებს წარსულში გადატანილი ტრაგედიის გამო.

"11 წლის ვიყავი, როცა ჩემს ოთახში ღამით ქურდები შემოვიდნენ", - იხსენებს მაშამბა 6 წლის წინ ტანზანიაში, საკუთარ სახლში მომხდარ ამბავს.

ქურდებს უფრო ძვირფასი რამ უნდოდათ, ვიდრე სამკაული ან ელექტრონული მოწყობილობები. მათ ალბინოსი თინეიჯერის ძვლები უნდოდათ.

ალბინოსების სხეულის ნაწილებზე აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში დიდი მოთხოვნილებაა, ზოგს სჯერა, რომ მას სიმდიდრე და ბედნიერება მოაქვს. თავდამსხმელები მსხვერპლს კიდურებს აჭრიან, ორგანოებს აცლიან და შემდეგ ყიდიან.

მაშამბას შემთხვევაში ქურდებმა ის მიიღეს, რაც გეგმაში ჰქონდათ. მათ გოგონას მარჯვენა ფეხი მოკვეთეს, ორი თითიც მიაყოლეს და მარცხენა ფეხიც უნდა მოეკვეთათ, მაგრამ მანამდე გაიქცნენ, სანამ ძვლამდე მივიდოდნენ.

მაშამბას თქმით, თავდაპირველად იგი ვერ ხვდებოდა, რა მოხდა. გოგონა ჯერ ნარკოტიკებით გააბრუეს.

"10 თვე საავადმყოფოში ვიყავი, ძალიან მტკივნეული იყო", - იხსენებს მაშამბა.