loader

ხელვაჩაურში მეწყერმა მამაკაცი მოიყოლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელვაჩაურში მეწყერმა მამაკაცი მოიყოლა - კადრები შემთხვევის ადგილიდან

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში, ტაშხალის დასახლებაში ჩამოწოლილმა მეწყერმა 58 წლის მამაკაცი მოიყოლა.
როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, ოთარ დავითაძე წუხელ კარიერის ტერიტორიაზე მორიგეობდა.
ის ადგილზე არსებულ ტექნიკას მეთვალყურეობას უწევდა და, სავარაუდოდ, იმ დროს, როცა მეწყერი ჩამოწვა, ის საყარაულო ჯიხურში იმყოფებოდა.

ადგილობრივების თქმით, სამაშველო სამსახურები ადგილზე დილიდანვე მივიდნენ, თუმცა, გაწმენდით სამუშაობზე მხოლოდ ერთი ტრაქტორი მუშაობს, რაც საკმარისი არ არის.
როგორც ადგილზე მყოფები აცხადებენ, ჩამოწოლილია 8 ათას კუბურ მეტრამდე მიწის მასა და მოყოლილია 2 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ადგილობრივები მეწყერის ჩამოწოლის ორ ვერსიას ასახელებენ, მათ შორის, კარიერის მოპოვების დროს განხორციელებულ აფეთქებებს და ასევე ბოლო დროს არსებულ ძლიერ წვიმებს.

მეწყრის შედეგად დაკარგული ოთარ დავითაძის ძმა დამატებით სხვა ტექნიკის მოყვანას ითხოვდა, რის გამოც მასა და სამაშველო სამსახურის თანამშრომელს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.