loader

"რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის დედას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის დედას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

თამაზ ურთმელიძეს, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავს, შესაძლოა უახლოეს მომავალში თავად მოუწიოს სასამართლო პროცესებზე სიარული, სადაც ბრალდებული მისი დედა იქნება. 2014 წელს მომხდარი შემთხვევა კი ყველა იმ კითხვაზე იძლევა პასუხს, რომელიც ურთმელიძის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ისმებოდა - მოსამართლის დედამ საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩაარტყა, - აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

ტელევიზიის ინფორმაციით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დედას ბრალს გამომძიებლები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, წელიწადისა და 8 თვის დაგვიანებით წაუყენებენ. საქმე ეხება 2014 წლის 7 იანვარს მომხდარ ინციდენტს, როდესაც სიძის მტკიცებით, მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა.

"რუსთავი 2"-ის ცნობით, დავა ვალერი სილაგაძესა და ურთმელიძეების ოჯახს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც სილაგაძის მეუღლე დარეჯან ურთმელიძე გარდაიცვალა, ქმარმა კი მოითხოვა, რომ ცოლის ბინა მათი ერთადერთი შვილის სახელზე გაფორმებულიყო, რასაც ურთმელიძეების უარი მოჰყვა.

7 იანვარს სიდედრი, სიძე და მცირეწლოვანი ბავშვი თემქაზე სადავო ბინაში იმყოფებოდნენ, როდესაც ბინის თემაზე კამათი სიძის დაჭრით დასრულდა. ამის შემდეგ ნაჯახით დაჭრილი სიძე კლინიკაში, მდინარა გიორგობიანი კი პოლიციაში გადაიყვანეს. ვალერი სილაგაძე და მისი არასრულწლოვანი შვილი, რომელიც თავდასხმის თვითმხილველი იყო, იმავე დღეს მოწმის სტატუსით დაჰკითხეს.

მოსამართლე ურთმელიძის დედის თაროზე შემოდებული საქმე აქტუალური გამომძიებლებისთვის 2015 წლის ივლისის ბოლოს გახდა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ურთმელიძე "რუსთავის 2"-ის ქონებას ყადაღას დაადებდა, - იუწყება "რუსთავი 2".