loader

მშობლები დათანხმდნენ ვიდეოს გამოქვეყნებას, რომელიც მათმა შვილებმა ავარიამდე წამებით ადრე გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მშობლები დათანხმდნენ ვიდეოს გამოქვეყნებას, რომელიც მათმა შვილებმა ავარიამდე წამებით ადრე გადაიღეს

ორი ახალგაზრდის ოჯახმა ნებართვა მისცა სამართალდამცველებს, გამოექვეყნებინათ ვიდეო, სადაც ასახულია ორი ახალგაზრდის დაღუპვის კადრები, რომლებიც მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდნენ. 20 წლის კაილ კეირფორდი და 21 წლის მაიკლ ოუენი კროუბოროუში წელს, აპრილის თვეში დაიღუპნენ. ორივე მათგანი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ვიდეო ბიჭებმა მობილური ტელეფონით თავად გადაიღეს, სასიკვდილო შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე. 150 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სედანი ეკლესიის ღობეს შეასკდა და ორივე მგზავრი ადგილზევე დაიღუპა.

მშობლებმა ვიდეოს გამოქვეყნების უფლება სამართალდამცველებს იმ მიზეზით მისცეს, რომ სხვა ახალგაზრდები გააფრთხილონ, რა ფატალური შედეგი შეიძლება მოჰყვეს მსგავს გართობებს.