loader

ჰააგის სასამართლოს პროკურორი 2008 წლის ომის გამოძიებას ითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰააგის სასამართლოს პროკურორი 2008 წლის ომის გამოძიებას ითხოვს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი ფატუ ბენსუდა მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს, დაიწყოს გამოძიება 2008 წელს საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა ითხოვა საქართველოში 2008 წლის 1-ლი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება. 2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში", - ნათქვამია ჰააგის სასაამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ტექსტი ვრცლად ipn.ge-ზე