loader

სპეციალური სამალავი "მარშრუტკაში", რომლითაც ქართველ მძღოლს უზბეკეთის მოქალაქე საზღვარზე გადაჰყავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეციალური სამალავი "მარშრუტკაში", რომლითაც ქართველ მძღოლს უზბეკეთის მოქალაქე საზღვარზე გადაჰყავდა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გივი ძ. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1991 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე მუნიჯადხონ მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი ძ-ს თავისი კუთვნილი მიკროავტობუსის სალონში სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი, რომლის მეშვეობითაც უზბეკეთის მოქალაქის თურქეთში უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.