loader

სვეტიცხოვლობა მცხეთაში: სადღესასწაულო წირვა, გამოფენები და ზეიმი სატახტო ქალაქში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სვეტიცხოვლობა მცხეთაში: სადღესასწაულო წირვა, გამოფენები და ზეიმი სატახტო ქალაქში

მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს უფლის კვართისა და სვეტიცხოვლის დღესასწაულს აღნიშნავს. მცხეთა მთელი დღის მანძილზე მასპინძლობდა სტუმრებს. სვეტიცხოველში მცხეთობა-სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. სადღესასწაულო წირვას მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერიც დაესწრნენ.

წვიმიანი ამინდის მიუხედავად, მცხეთობის დღესასწაული მცხეთელებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად იზეიმეს. ქუჩებში ტრადიციულად შემოდგომის ხილი და ჩურჩხელები, ასევე ხალხური რეწვის ნიმუშები გამოიფინა. მცხეთის სტუმრებს "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული სვეტიცხოვლის 3D ფაზლების შეძენაც შეეძლოთ, რომელიც საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის დაიბეჭდა და სპეციალურ ფასად გაიყიდა.

ავტორები: ეკა ბახუტაშვილი; გიორგი ღუდუშაური

იხილეთ ასევე: მთავრობა, თბილისის მერი და აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე სვეტიცხოველში