loader

წულუკიანის 2013 წლის განცხადება ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს უარყოფს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წულუკიანის 2013 წლის განცხადება ჰააგის სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელსაც დღეს უარყოფს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კომენტარს არ აკეთებს 2013 წლის აპრილში მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ "თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა პოლიტიკური ნება, იძულებულნი ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს ჰააგაში". საუბარია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე.

"ეს არ არის ჩემი სიტყვები", - ასე უპასუხა მინისტრმა "ინტერპრესნიუსის" შეკითხვას, რომლითაც ჟურნალისტმა დაახლოებით ორი წლის წინ გაკეთებული განცხადება შეახსენა.

"ჩვენი ვალდებულებაა, არ გავხადოთ ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი და ჩვენს პრობლემებს თავად მოვუაროთ. თუ არ აღმოვჩნდით საკმარისი პროფესიონალები ან არ გვექნა საკმარისი პოლიტიკური ნება, იძულებულნი ვიქნებით, ეს საქმე წავიდეს საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში. ეს არ არის ჩემი მიზანი და არ მგონია, ეს ქართველი ხალხისთვის სასურველი რამ იყოს", - განაცხადა წულუკიანმა 2013 წლის აპრილში.

როგორც ცნობილია, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა.

იხილეთ: ჰააგის სასამართლოს პროკურორი 2008 წლის ომის გამოძიებას ითხოვს