loader

მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 1 მილიარდი დოლარის მითვისებისთვის დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 1 მილიარდი დოლარის მითვისებისთვის დააკავეს

მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი.

როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, ყოფილი მაღალჩინოსანი პარლამენტის შენობიდან ხელბორკილებით ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა გაიყვანეს. ფილატის სახლსა და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. მოლდოვის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ფილატს ასევე სადეპუტატო ხელშეუხებლობა ჩამოართვეს. თავად ყოფილი მაღალჩინოსანი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ვლად ფილატი მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2009-13 წლებში იკავებდა. სექტემბრის დასაწყისიდან, მაღალჩინოსნების გადაყენებისა და კორუფციასთან ბრძოლის მოთხოვნით, მოლდოვაში მასობრივი აქციები იმართება.