loader

თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავების პირველ კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავების პირველ კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს

ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩერგოლეიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზეა დაკავებული, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მასთან ერთად დააკავეს სტუდენტი გოგონაც.

ორგანიზაციის "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" წარმომადგენლებმა გაზპრომთან მოლაპარაკება ჯერ მთავრობის კანცელარიასთან გააპროტესტეს, შემდეგ კი ოპერასთან გადაინაცვლეს. ისინი თბილისის სხვადასხვა უბანში საპროტესტო პლაკატების გაკვრას გეგმავდნენ. მათი თქმით, გაზპრომთან ურთიერთობა სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფოსთვის.

იხილეთ სრულად ვიდეო რუსთავი 2-ის საიტზე

ასევე იხილეთ:

"საკმარისია აწყენინო ბიძინა ივანიშვილს, მიდიხარ ციხეში" - თამარ ჩერგოლეიშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს

გიგა ბოკერიას პირველი კომენტარი თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით