loader

მოსამართლე ურთმელიძე ამბობს, რომ დედა მისი ოჯახის წევრი არ არის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსამართლე ურთმელიძე ამბობს, რომ დედა მისი ოჯახის წევრი არ არის

ქიბარ ხალვაშის სარჩელის განმხილველმა მოსამართლემ, თამაზ ურთმელიძემ მოპასუხე მხარის, "რუსთავი 2"-ის შუამდგომლობა, მის აცილებასთან დაკავშირებით, არ დააკმაყოფილა.

მოსამართლემ განმარტა, თუ რატომ არ აკმაყოფილებს "რუსთავი 2"-ისა და ქიბარ ხალვაშის სხვა მოპასუხეების შუამდგომლობას. მისი თქმით, მისი მეუღლის ფაქტორი (რომელმაც სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მისამართით მწვავე განცხადება გააკეთა) არ იძლევა აცილების სამართლებრივ საფუძველს. რაც შეეხება მისი დედის ფაქტორს, ურთმელიძემ განაცხადა, რომ მდინარა გიორგობიანი არ ითვლება მისი ოჯახის წევრად. თამაზ ურთმელიძის თქმით, იგი არ ყოფილა დაინტერესებული დედის, მდინარა გიორგობიანის საქმით და ადვოკატისგან მიიღო ინფორმაცია, რომ სიძის შეურაცხყოფის შემდეგ მოხდა აფექტური ქცევა, რაც იყო მსუბუქი ფაქტი და უნდა მომხდარიყო განრიდების პრცედურით ამ საქმის დასრულება.

მოსამართლემ განაცხადა, რომ მას ეგონა, აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და მხოლოდ ბოლო პერიოდში გაიგო იმის შესახებ, რომ საქმე არ იყო დასრულებული.

ასევე იხილეთ:

"რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლის დედას მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

"ძალიან ვწუხვარ... ეს ჩემი ცხოვრების შეცდომაა" - რა შეახსენა ნიკა გვარამიამ მოსამართლე ურთმელიძეს