loader

ქართველმა ბიზნესმენმა კრასნოგორსკში სამი ადამიანი მოკლა - რუსული პოლიცია დამნაშავეს ეძებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა ბიზნესმენმა კრასნოგორსკში სამი ადამიანი მოკლა - რუსული პოლიცია დამნაშავეს ეძებს

რუსმა სამართალდამცველებმა ამირან გიორგაძის ადგილსამყოფელი დაადგინეს და მიმდინარეობს შესაბამისი ზომების განხორციელება დამნაშავის დასაკავებლად. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა.
მისი თქმით, ის შეიარაღებულია და ძალიან საშიშია. ამირან გიორგაძეს კრასნოგორსკში სამშენებლო ბიზნესი აქვს. ის კრასნოგორსკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, იური კარაულოვთან კაბინეტში იმყოფებოდა, რა დროსაც კრასნოგორსკის ელექტროქსელების ხელმძღვანელი გიორგი კოტლიარენკო შეუერთდა. სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად ეჭვმიტანილმა კარაულოვი და კოტლიარენკო ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და მიიმალა.

რუსი სამართალდამცველები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გიორგაძეს მესამე ადამიანის - პენსიონერის მკვლელობაც უკავშირდება, რის შესახებაც დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამირან გიორგაძე კრასნოგორსკის ელექტროქსელების ერთ-ერთი მფლობელია.