loader

"ჯიპზე ამხედრებული სამღვდელოება არის მანკიერება" - ქალების პროტესტი პატრიარქის განცხადების საპასუხოდ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯიპზე ამხედრებული სამღვდელოება არის მანკიერება" - ქალების პროტესტი პატრიარქის განცხადების საპასუხოდ

საპატრიარქოსთან ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის აქცია გაიმართა, რომელზეც 20-მდე პირი იმყოფებოდა. აქციის მონაწილე ქალების თქმით, ისინი აპროტესტებენ პატრიარქის 18 ოქტომბრის ქადაგების შინაარსს, სადაც ილია მეორემ განაცხადა, რომ "მანკიერი წესია, როდესაც დედები ტოვებენ ოჯახებს, უცხოეთში მიდიან და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათ".

აქციის მონაწილეების თქმით, პატრიარქის მსგავსი ტიპის განცხადებები არის პირდაპირი დარტყმა ქალების დამოუკიდებლობასა და ემანსიპაციაზე.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი