loader

"ბედუკაძეს მიუტანე ეგ ბოთლი" - დაპირისპირება ბათუმში "თავისუფალ თაობას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბედუკაძეს მიუტანე ეგ ბოთლი" - დაპირისპირება ბათუმში "თავისუფალ თაობას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის

"თავისუფალი თაობის" აქტივისტებმა ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბოთლების შეტანა სცადეს. მათ ჯერ პარტიის ოფისის წინ აქცია დაიწყეს და ტრანსფარანტებიც გამოფინეს: "აიკრძალოს მებოთლეების პარტია", შემდეგ კი ცარიელი ბოთლები აიღეს და პარტიის ოფისში არსებულ მუზეუმში შეტანა დააპირეს.

ისინი აცხადებენ, რომ თუ მათ აქვთ მუზეუმი, იქ ბოთლებიც უნდა ინახებოდეს. მცირე შეკამათება მოხდა "თავისუფალი თაობის" აქტივისტებისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის, რომლებიც ოფისის შესასვლელთან კართან იმყოფებოდნენ.

ასევე იხილეთ:

"მთელმა მსოფლიომ ნახოს, რომ ბოთლი მათი სიმბოლო იყო" - ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ერთი ადამიანი დააკავეს