loader

"წადი, წადი" - ლადო პაპავას გადადგომას სტუდენტები მის კაბინეტთან მოითხოვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წადი, წადი" - ლადო პაპავას გადადგომას სტუდენტები მის კაბინეტთან მოითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების აქცია დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით რექტორის კაბინეტთან გადაინაცვლა.

აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, უნივერსიტეტში არის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქნილ ორგანიზმად არის გადაქცეული, რათა უნივერსიტეტმა ვერ მოახერხოს სწრაფი განვითარება. მათივე თქმით, უნივერსიტეტში არის ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელსაც ემატება ლექტორთა არაკვალიფიციურობა.

აქციის მონაწილე სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გადადგომისთვის ვადას დღეს, 22.00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებას აპირებენ.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი