loader

"მთელი ჩემი სამეგობრო გააუპატიურეს" - "ნაციონალების" ოფისში "ზვიადისტი" ქალი შეიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთელი ჩემი სამეგობრო გააუპატიურეს" - "ნაციონალების" ოფისში "ზვიადისტი" ქალი შეიჭრა

ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მოქალაქე შეიჭრა. თინათინ მარდალეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრებისგან პარტიის დატოვებას ითხოვდა, რადგან, მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, არ უნდა არსებობდეს და "რუსთავი 2", რომელიც თითქოს ოპოზიციური ტელევიზიაა, უნდა დაიხუროს.

როგორც თინათინ მარდალეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შიმშილობას იწყებს და ბოლომდე იბრძოლებს სიმართლისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ქალბატონს პარტიის ოფისის დატოვება მოსთხოვეს, რაზეც უარის მიღების შემდეგ სამართალდამცველები გამოიძახეს.

ავტორი: ირაკლი აკობია