loader

ავარია საფრანგეთში: ავტობუსის და სატვირთოს შეჯახების შედეგად 42 პენსიონერი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავარია საფრანგეთში: ავტობუსის და სატვირთოს შეჯახების შედეგად 42 პენსიონერი დაიღუპა

საფრანგეთში ავარიის შედეგად, სულ მცირე, 42 ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ქალაქ ლიბურნის სიახლოვეს მოხდა, სადაც ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. როგორც სააგენტო "ფრანს პრესი" იტყობინება, დაღუპულთა უმეტესობა ავტობუსის მგზავრია. ისინი ადგილობრივი პენსიონერთა ასოციაციის წევრები არიან, რომლებიც ექსკურსიაზე მიემგზავრებოდნენ. დაღუპულია სატვირთო მანქანის მძღოლიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის დროს გადარჩა 5 ადამიანი.