loader

წიგნი, რომელშიც ყველა თინეიჯერი საკუთარ თავს დაინახავს - მსოფლიო ბესტსელერი "ონლაინ გოგო" უკვე ქართულ ენაზე! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წიგნი, რომელშიც ყველა თინეიჯერი საკუთარ თავს დაინახავს - მსოფლიო ბესტსელერი "ონლაინ გოგო" უკვე ქართულ ენაზე!

25 წლის ინგლისელი ბლოგერის და ავტორის ზოი საგის წიგნმა "ბიბლუსი გალერეასთან" ტრადიციული რიგები დააყენა. "ლიბერთინსის" პროექტის ფარგლებში ქართულად ნათარგმნი "ონლაინ გოგო", რომელიც აქციის ფარგლებში 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა, მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს - 2014 წელს გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა და 40 ენაზე ითარგმნა.

ზოი საგის "ონლაინ გოგოს" გამოსვლას ყველა ქვეყანაში წიგნის ბანერთან სელფის გადაღების ტრადიცია ახლავს თან, რომელსაც თავად ავტორმა ჩაუყარა საფუძველი, როცა საკუთარი წიგნის გამოსვლისას ონლაინ გოგო განასახიერა და სელფი გადაიღო. ტრადიცია არც ქართველმა თინეიჯერებმა დაარღვიეს და ონლაინ გოგოს ქართული პრეზენტაცია სელფების გადაღებით დაასრულეს.

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი