loader

"სულში, გულში მიზის ჩემი წმინდა ნიკოლოზი, ეს წმინდა ნიკოლოზია" - რა ვიცით ბერზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ხალხმა "წმინდანად შერაცხა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სულში, გულში მიზის ჩემი წმინდა ნიკოლოზი, ეს წმინდა ნიკოლოზია" - რა ვიცით ბერზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ხალხმა "წმინდანად შერაცხა"

ბერ ნიკოლოზს წმ.გაბრიელ სალოსის მოწაფედ და მემკვიდრედ იხსენიებენ, 10 წლის წინ დადო მდუმარების აღთქმა. მას შემდეგ მრევლი, მამა ნიკოლოზის მადლსა და სასწაულებზე ბევრს საუბრობს.


ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილი) საკუთარი გზის გამგრძელებლად ჩანაწერებში მამა გაბრიელი მოიხსენიებდა. "ეს შემოუძღვება ივერიის ღვთისმშობელს საქართველოში. ნიკოლოზს "ტრუბაში" გააძვრენენ, ყველაფერს გამოივლის და მერე ყველას მკურნალი იქნება..." - ამბობდა მამა გაბრიელის სულიერ შვილზე. ნიკოლოზი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და სამი წლის განმავლობაში გაბრიელ ბერის მორჩილებაში იყო. თუმცა ბერს, რომელმაც მრევლის აღიარება მოიპოვა ეკლესია არ აღიარებს.