loader

"მოდულთან" გიგა ბოკერიას მხარდამჭერები იკრიბებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოდულთან" გიგა ბოკერიას მხარდამჭერები იკრიბებიან

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაკითხვაზეა დაბარებული. ე.წ. მოდულის შენობაში ბოკერია 18:30 საათზე მივიდა. მასთან ერთად მივიდნენ პოლიტიკოსის მხარდამჭერები და კოლეგები: კობა ხაბაზი, ლევან თარხნიშვილი, გივი თარგამაძე, ლევან რამიშვილი, ასევე ბოკერიას მეუღლე "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი.

როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უწყებაშია აღნიშნული, ბოკერიას დაკითხვა მოწმის სახით იგეგმება საქმეზე "შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩაგდების ფაქტზე".