loader

ტეხასში წყალდიდობამ მატარებელი გადააბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტეხასში წყალდიდობამ მატარებელი გადააბრუნა

ტეხასში ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ მატარებლის მთელი შემადგენლობა გადააბრუნა. ძლიერი წვიმები ტეხასის შტატში მექსიკიდან მომავალ უძლიერეს ქარიშხალს უკავშირდება. ამერიკის კონტინენტისთვის ჯერ არნახული ქარიშხალი "პატრისია" პირველ კვალს უკვე ტოვებს წყალდიდობებისა და ძლიერი წვიმის სახით. აშშ-ს ქარიშხლის შესწავლის ეროვნულმა ცენტრმა "პატრისიას" მეხუთე კატეგორია მიანიჭა - ეს კლასიფიკაციის უმაღლესი საფეხურია. ჯერ კიდევ ოკეანეში მოძრავი ქარიშხლის სიჩქარე 325 კმ/სთ-ია.