loader

"ქათმიონალური მოძრაობა" - სააკაშვილის, ბოკერიას, ჩერგოლეიშვილის და სხვების შეურაცხმყოფელი პოსტერები თბილისში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქათმიონალური მოძრაობა" - სააკაშვილის, ბოკერიას, ჩერგოლეიშვილის და სხვების შეურაცხმყოფელი პოსტერები თბილისში

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მიხეილ სააკაშვილის, გიგა ბოკერიას, თამარ ჩერგოლეიშვილის, გივი თარგამაძისა და გოკა გაბაშვილის შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოჩნდა. ყველა პოსტერზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა, ქათმები ფიგურირებენ. პლაკატებზე არის წარწერები: "გაუკუღმართებული ქათმების პარტია", "მეფე ქათამთა შიშველია", "ქათმიონალური მოძრაობა", "ქათმების პარტია - ჭირი, რომელიც სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ!"

მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ პოსტერები ღამე გააკრეს, რადგან დილით, 08:15 საათზე მისულებს პლაკატები უკვე კედელზე დახვდათ.