loader

"მოვა დრო და ალექსი ახვლედიანი ბევრად უფრო მეტს მოყვება" - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოვა დრო და ალექსი ახვლედიანი ბევრად უფრო მეტს მოყვება" - ნიკა გვარამია

მოვა დრო და ალექსი ახვლედიანიც მოყვება იმას, რაც მე მოვყევი, მოყვება ბევრად უფრო მეტს, რაც მისთვის ცნობილია, - ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში მისვლისას "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიას პროკურატურაში მის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაჰკითხავენ, რომელიც მუქარასა და შანტაჟს უკავშირდება. ნიკა გვარამიას თქმით, ალექსი ახვლედიანთან პროკურატურაში ახვლედიანის დაკითხვის შემდეგ არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ შანტაჟისა და მუქარის მესიჯები მისმა მეგობარმა ალექსი ახვლედიანმა გადასცა.