loader

პარაკლისი განათლების სამინისტროსთან: სასულიერო პირები და მრევლი ჰელოუინს და ახალ საგნებს აპროტესტებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარაკლისი განათლების სამინისტროსთან: სასულიერო პირები და მრევლი ჰელოუინს და ახალ საგნებს აპროტესტებენ

სასულიერო პირებმა და მრევლმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს და შენობასთან ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს.

სამინისტროსთან აქციის მონაწილეები ორ საკითხს აპროტესტებდნენ. მათი მტკიცებით, განათლების სამინისტროს ინიციატივით, გარკვეულ სკოლებში ჰელოუინის დღესასწაული მოეწყო. ასევე პროტესტი გამოთქვეს ახალი საგნების - "მე და საზოგადოების" და "ჩვენი საქართველოს" შემოღებაზე.

სასულიერო პირებმა აქციაზე წარმოადგინეს მასალები, რომლებიც, მათი თქმით, განათლების სამინისტროს ვებგვერდზეა ატვირთული. მათი განცხადებით, პედაგოგებმა უნდა შესთავაზონ მოზარდებს, განსხვავებული ორიენტაციის პირების როლი ითამაშონ. დეკანოზ დავით ისაკაძის თქმით, სკოლებში ამ წიგნების შემოღებას არ დაუშვებენ და ასეთ შემთხვევაში პერმანენტულად აქციებს გამართავენ.

აქციაზე რამდენიმე საჯარო სკოლაში ჰელოუინის გამართვაც გააპროტესტეს. მშობელთა კავშირის თანათავმჯდომარის, ავთანდილ უნდიაძის თქმით, როგორც მათთვის გახდა ცნობილი, სკოლებში ე.წ. ჰელოუინის ჩატარების ინიციატორი სწორედ განათლების სამინისტრო იყო.

აქციაზე განათლების სამინისტროს შენობიდან პრესცენტრის წარმომადგენელი გამოვიდა და განაცხადა, რომ "მე და საზოგადოება" და "ჩვენი საქართველო" - ეს წიგნები დაბეჭდილი არ არის.