loader

თბილისში ღამის კლუბის თანამშრომლებმა უცხოელ კლიენტებს ფული წაართვეს და ჩაკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში ღამის კლუბის თანამშრომლებმა უცხოელ კლიენტებს ფული წაართვეს და ჩაკეტეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული გიორგი წ. და 1981 წელს დაბადებული გიორგი ჩ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ძარცვის, ხოლო 1982 წელს დაბადებული გიორგი ც, 1986 წელს დაბადებული დავით ნ. და 1968 წელს დაბადებული ხათუნა ც. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

"112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში, ირანის ისლამური რესპუბლიკის ორ მოქალაქეს თავისუფლება აღუკვეთეს. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ ღამის კლუბის თანამშრომლებმა უცხოელ კლიენტებს ფული წაართვეს, შემდეგ კი თავისუფლება აღუკვეთეს და ბარის ერთ-ერთ ოთახში ჩაკეტეს.