loader

"მე და ქიბარმა ვიცით... ნაწილი იცის მან, ნაწილი მე" - რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ქიბარ ხალვაშზე 2012 წელს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე და ქიბარმა ვიცით... ნაწილი იცის მან, ნაწილი მე" - რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი ქიბარ ხალვაშზე 2012 წელს

სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის 2 აგვისტოს განცხადება გაიხსენეს, რომელიც მან "ობიექტივის" ხელმძღვანელ ირმა ინაშვილთან ინტერვიუს დროს გააკეთა. გადაცემის ფრაგმენტში კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ქიბარ ხალვაშისა და "რუსთავი 2"-ის შესახებ საუბრობს.

"რუსთავი 2"-ის მეპატრონე ქიბარ ხალვაში აბსოლუტურად ფორმალურად იყო... ამ ტელევიზიას ყოველთვის აკონტროლებდა სააკაშვილი. როდესაც ეროსიმ თავისივე პარტნიორები გააცურა, ჩამოიშორა და ძირითადი თანხები აიღო, იმის შემდეგ რაც მოხდა "რუსთავი 2"-ზე, თითქოს ეროსი წავიდა იქიდან, მას შემდეგ მუდმივად აკონტროლებდა სააკაშვილი. ქიბარი მეგობრულად ცდილობდა, ახალგაზრდა მთავრობას დახმარებოდა..." - ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ინტერვიუში.

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კუთვნილი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დავობს. პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.