loader

"უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ

უკრაინულ საიტზე uareview.in.ua გავრცელდა შოკისმომგვრელი აუდიო ჩანაწერი, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი.
გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, საიტი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციიის სცენარს სთავაზობს. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ "იშოვონ ბოევიკები" და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სროლით დასრულდება.

რაც შეეხება სავარაუდოდ სააკაშვილ-ბოკერიას საუბარს, გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, სააკაშვილი აქაც ბარიკადების მშენებლობაზე საუბრობს. ჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი დაინტერესდა უცხოელების რეაქციით, რაზეც ბოკერია პასუხობს, რომ დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე. სააკაშვილი ამბობს, რომ "რუსთავი2"-ის ჟურნალისტები დაბნეულები არიან, მაგრამ ისინი გვარამიამ უნდა გაამხნევოს.

იხილეთ ასევე: შოკისმომგვრელი აუდიო ჩანაწერი: უკრაინული საიტი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რევოლუციისკენ მოუწოდებს

ჩანაწერის ავთენტურობას ვადასტურებ - ნიკა გვარამია