loader

უკანონო მოსმენები გრძელდება და ძალიან თავხედურად მერე ამას ჩვენ გვაჩვენებენ - გიგა ბოკერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკანონო მოსმენები გრძელდება და ძალიან თავხედურად მერე ამას ჩვენ გვაჩვენებენ - გიგა ბოკერია

უკრაინულ გამოცემა uareview.in.ua-ში გავრცელებულ აუდიომასალას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა ბოკერია "ტელეიმედთან" სატელეფონო ჩართვაში გამოეხმაურა.
როგორც ბოკერიამ განაცხადა, ჩანაწერი ორ რამეს ადასტურებს: "ერთი იმას, რომ უკანონო მოსმენები გრძელდება და ძალიან თავხედურად მერე ამას ჩვენ გვაჩვენებენ. მეორე, მე მგონი კონკრეტული მუქარაც იყო ნიკა გვარამიას მიმართ, რომ გამოგიქვეყნებთო სააკაშვილთან საუბარსო. ანუ ეს ადასტურებს იმ ამბავსაც, რომ ის შიკრიკი, ვინც გააგზავნა მთავრობამ იმ მუქარებით გვარამიასთან, რომ ნამდვილი შიკრიკი იყო მთავრობის, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული მუქარა შეასრულა.”


იხილეთ ასევე: "უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ

შოკისმომგვრელი აუდიო ჩანაწერი: უკრაინული საიტი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რევოლუციისკენ მოუწოდებს

ჩანაწერის ავთენტურობას ვადასტურებ - ნიკა გვარამია