loader

"იურა ვაზაგაშვილის ანდერძი შეასრულეს?!" - ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იურა ვაზაგაშვილის ანდერძი შეასრულეს?!" - ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავედ ხუთი ბრალდებულიდან ორი - ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე სცნეს.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში ერთ პუნქტში გამართლდა და ორში გამტყუნდა გიორგი ცააძე. მას საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ამნისტიის გათვალისწინების შედეგად. რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას, იგი, ცააძის მსგავსად, გამართლდა ფალსიფიკაციის ნაწილში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მუხლით და მასაც საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს განზრახ მკვლელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მას საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინების შედეგად. რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ლევან ბეროძეს, იგი ფალსიფიკაციის ბრალდების ნაწილში დამნაშავედ იქნა ცნობილი და საბოლოო სასჯელად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამ საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც როგორც ცნობილია, ქვეყანაში არ იმყოფება, უკანონო დაკავების ბრალდებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ზურაბ ვაზაგაშვილის ახლობლების თქმით, მაშინ, როდესაც უდანაშაულო მამა-შვილი შეიწირეს მკვლელებმა, აღნიშნული განაჩენი მიუღებელი და ძალიან მცირეა. ირაკლი ფირცხალავას მეუღლის, ნინო ხვიტიას თქმით კი, მოსამართლემ "იურა ვაზაგაშვილის ანდერძი შეასრულა".

ავტორები: ხათუნა გაგნიძე, ჯონი პატარკაციშვილი

ასევე იხილეთ: "8 მილიონს გვთავაზობდნენ, არ ავიღეთ და ამიტომ ვართ მკვლელები?" - გიორგი ცააძის და განაჩენს აპროტესტებს